თბილისის მერი კახა კალაძე “თბილისობას” ოჯახთან ერთად დაესწრო.
კალაძეს დღესასწაულზე გვერდს მისი მეუღლე ანუკი არეშიძე უმშვენებდა, რომელიც თეთრ სადღესასწაულო კაბაში იყო გამოწყობილი.
წყვილთან ერთად იყო მათი სამი შვილი, პატარა ნიკოლა კახას და ანუკის თან არ ჰყავდათ.
თბილისობის დღესასწაული გუშინ დაიწყო და დღესაც გაგრძელდება. საზეიმო ღონისძიებებისთვის შერჩეულია ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.
ნახეთ პროგრამა: სად გაიმართება მთავარი ღონისძიებები თბილისობაზე
2020 წლის თბილისობა გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა..
ნიკოლოზ რაჭველმა და გიორგი ცაგარელმა გია ყანჩელის პატივსაცემად, რამდენიმე წუთის წინ მისი ნაწარმოებები შეასრულეს [ვიდეო]
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალეს. ის რუსთაველის თეატრიდან აპლოდისმენტების თანხლებით გამოასვენეს.