LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ახალი შემოიტანეს რაღაც, კატალოზატორებს იღებენ მანქანებიდან

58

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საზოგადოების ყველა წევრი უნდა ჩაერთოს დედაქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

ამ კუთხით კალაძემ მანქანებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკაზე ისაუბრა.

„ახალი შემოიტანეს რაღაც, კატალოზატორებს იღებენ მანქანებიდან, რომელიც არის ფილტრი, რომ ეს გამონაბოლქვი გაიწმინდოს. იღებენ და ცალკე იყიდება ეს კატალიზატორები. სრული კატასტროფა გვაქვს ამ მიმართულებით. მგონია, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას,“ – აღნიშნა კალაძემ.

ბილისის მერმა კახა კალაძემ მონაწილება მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეფასების თაობაზე კონსენსუსის მშენებლობა“.  

კონფერენციაზე შეფასდა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.

კახა კალაძის განცხადებით, არსებული ეკოლოგიური პრობლემის დაძლევა რეფორმების განხორციელებას საჭიროებს, რომელიც შესაძლოა მტკივნეული იყოს, ამიტომ, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა.

„ამ მიმართულებით ჩატარებული ყველა კვლევა კრიტიკულია. ჩვენც ჩავატარეთ კვლევა, რომლის წარმოდგენასაც ვაპირებთ და ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, თუ არ იქნება გარკვეული რეფორმები განხორციელებული და გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, შეუძლებელი იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი და ჩართულობა, რომ ყველამ ერთად შევცვალოთ მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერია გეგმავს სატრანპორტო პოლიტიკის წარდგენას, სადაც ასახული იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორების გრძელვადიანი ხედვა და ღონისძიებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები