საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ქართველი სტუდენტის წარმატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩო საზოგადოებას აცნობს კახა დავითაშვილს, რომელიც იელის უნივერსიტეტში ქიმიის სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.
„ყოველ წელს ვხედავთ, რამდენი ახალგაზრდა ირიცხება აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით და როგორ აღნიშნავს ამ დიდ წარმატებას მთელი საქართველო.
კახა დავითაშვილი ერთ-ერთი ამ სტუდენტთაგანია. ის Yale-ის უნივერსიტეტში ქიმიის სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.
ჩვენთვის ეს ამბავი განსაკუთრებით ემოციურია, რადგან კახამ ინგლისური აშშ-ის საელჩოს პროგრამა ACCESS-ით ისწავლა. ეს პროგრამა შეიქმნა იმისთვის, რომ ინგლისური ენის არცოდნას ახალგაზრდების ნიჭის წარმოჩენისთვის ბარიერი არ შეექმნა.
გილოცავთ, კახა და შენთან ერთად ყველა სტუდენტს, ვის წარმატებასაც საქართველო ერთი ოჯახივით აღნიშნავს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყოველ წელს ვხედავთ რამდენი ახალგაზრდა ირიცხება აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით და როგორ აღნიშნავს ამ…
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ორშაბათი, 22 მაისი, 2023
იელის უნივერსიტეტი კერძო სასწავლებელია, რომელიც ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტში მდებარეობს.