LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაკაბაძე: “ნაციონალებო, თქვე უტიფრებო! იქნებ აგვიხსნათ, რა მოღალატეობრივ შეთანხმებას მოაწერეთ ხელი რუსეთთან ომის “მოგებისთანავე”

1353
1

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე უკრაინის მხარდამჭერი პეტიციის შექმნას ეხმიანება და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მიმართავს.

როგორც ნანა კაკაბაძე წერს, სანამ “უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ივიშვიშებენ, სჯობს ჯერ ქართველ ხალხს აუხსნან, რა მოღალატეობრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთთან ომის “მოგებისთანავე”:

“ნაციონალებო, თქვე უტიფრებო!

ყოფილნო თუ ამჟამინდელნო! რომლებიც პასუხისმგებელნი ხართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევასა და 20%-ის გასხვისებაზე, სანამ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ივიშვიშებთ და მხარდამჭერ პეტიციაზე იზრუნებდეთ, იქნებ ჯერ ქართველ ხალხს აგვიხსნათ, კონკრეტულად რა მოღალატეობრივ შეთანხმებას მოაწერეთ ხელი რუსეთთან ომის “მოგებისთანავე”.

– კაპიტულაციისა და ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივი ვალდებულებების გარდა?

საქართველოსთვის ზიანისმომტან კიდევ რა დათმობებზე წახვედით რუსეთთან?

პ.ს. “უკუდო ხარი თავისთვის არ იყო და სხვებს ბუზებს უგერიებდაო”, – წერს ნანა კაკაბაძე “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები