LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაკა MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

39

MLS-ის ფეხბურთელთა პროფკავშირმა ამერიკული საფეხბურთო ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების სია გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის მონაცემებით, ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კაკაა. ”ორლანდო სიტის” 35 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 7,17 მლნ. დოლარია. მეორე ადგილს იკავებს ”ტორონტოს” თავდამსხმელი სებასტიან ჯოვინკო 7,12 მლნ.დოლარით.

2017 წელს MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების TOP-10  ასეთია:

  1. კაკა (”ორლანდო სიტი”) – 7,17 მლნ.დოლარი
  2. სებასტიან ჯოვინკო (”ტორონტო”)- 7,12 მლნ.დოლარი
  3. მაიკლ ბრედლი (”ტორონტო”) – 6,5 მლნ.დოლარი.
  4. ანდრეა პირლო (”ნიუ იორკ სიტი”) – 5,9 მლნ. დოლარი
  5. დავიდ ვილია (”ნიუ იორკ სიტი”) – 5,6 მლნ. დოლარი
  6. ჯოვანი დოს სანტოსი (”ლოს ანჟელეს გალაქსი”) – 5,5 მლნ.დოლარი
  7. ბასტიან შვაინშტაიგერი (”Chicago Fire”) – 5,4 მლნ.დოლარი
  8. ჯოზი ალტიდორი (”ტორონტო”) – 4,9 მლნ.დოლარი
  9. კლინტ დემპსი (”სიეტლ სონდერსი”) – 3,9 მლნ.დოლარი
  10. დიეგო ვალერი (”პორტლენდ ტიმბერსი”) – 2,6 მლნ.დოლარი

გასული წლის რეიტინგს გამოაკლდნენ სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლმაპარდი,რომლებმაც კარიერა დაასრულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები