კაილი მინოუგი, გაი პირსთან და აშერ კედისთან ერთად, სტეფან ელიოტის ახალი პროექტის, Flammable Children-ის გადაღებებზე პაპარაცებმა დააფიქსირეს.
გადამღები ჯგუფი ქალაქ გოლდ-კოსტის მზიან სანაპიროს ესტუმრა. 48 წლის კაილის ნაქსოვი თეთრი ფერის საცურაო კოსტიუმი ეცვა, თავზე დიდი ზომის პარიკი და სათვალე ეკეთა – მთლიანობაში კი მომღერალი და მსახიობი 70-იანი წლების სტილში იყო გამოწყობილი.