LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგი ამბობს, რომ სიმსივნით დაავადებულს ანგელოზი გამოეცხადა და გადაარჩინა

524
#be1931

მაისში ავსტრალიელი მუსიკოსი კაილი მინოუგი 53 წლის ხდება. მართალია, მისი გარეგნობით ამას ნამდვილად ვერ იტყვით, თუმცა ციფრები თავისას ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი წლების მანძილზე უმძიმეს დაავადებას ებრძოდა, დღეს ის ისეთივე აქტიურია, როგორც 80-იან წლებში, როდესაც პირველად გამოჩნდა სცენაზე. ის ისევ ისე აქტიურად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, წერს სიმღერებს და ღიად ლაპარაკობს პირადზე.

კაილი 1968 წელს, მელბურნში დაიბადა. მამა ბუღალტერი გახლდათ, დედა კი მოცეკვავე. კაილის ჰყავს ძმა, რომელიც ავსტრალიურ არხზე ოპერატორად მუშაობს და და, დანი მინოუგი, რომელიც ასევე მუსიკოსია. კაილის სიმაღლე 152 სმ-ია. ის თითქმის ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ ხშირად სტუმრობდა ბავშვთა მაღაზიებს სამოსის შესაძენად.

პირველი ჰიტი კაილის შემოქმედებაში არის სიმღერა I Should Be So Lucky, რომელიც ზუტად 40 წუთში დაიწერა. კაილი გინესის წიგნის რეკორდსმენიცაა, რადგან რაოდენობრივად ყველაზე ბევრი ალბომის ავტორია, რომელიც სხვადასხვა დროს ჩარტების სათავეში მოექცა. მათ შორის ყველაზე პოპულარული ალბომებია «Kylie» (1988), «Enjoy Yourself» (1989), «Greatest Hits» (1992), «Fever» (2001) და «Aphrodite» (2010). ის იმ იშვიათ ვარსკვლავთა სიაშია, ვისაც სიცოცხლეშიც კი ქანდაკება დაუდგეს. ეს ვერცხლისფერი ქანდაკება მელბურნში, მუსიკოსის მშობლიურ ქალაქში დგას. კაილის შემოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ მუსიკით. ის ქმნიდა დიზაინს სახლის ინტერიერისთვის, მუშაობდა პარფიუმის ხაზზე და აქტიურად იყო დაკავებული ქველმოქმედებით.

კაილის მოდის ექსპერტები ყველაზე გემოვნებიან ქალად ასახელებენ, რომელმაც სხვადასხვა თაობის გოგონებში ახალი ტრენდი დაამკვიდრა – მაგალითად თეთრი კომბინეზონი კლიპიდან Can`t get you out of my head, წლების მანძილზე ყველაზე მოდური სამოსი იყო, ხოლო საღამოს კაბები კლიპიდან Spinning around, ყველაზე მოთხოვნადი წვეულების ანსამბლი.

კაილის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დუეტებს. ყველაზე ცნობილი მათ შორის გახლავთ დუეტი ნიკ ქეივთან სიმღერაზე Where the wild roses grow, ხოლო ყველაზე მხიარული, რობი უილიამსთან ერთად, ჰიტზე Kids.

რაც შეეხება კაილი მინოუგის პირადს, ყველაზე ხანგრძლივი რომანი მუსიკოსს მსახიობ ოლივიე მარტინესთან ჰქონდა. ამის შედეგ ის მოდელ ანდერს ვალენკოსოს ხვდებოდა, ცოტა უფრო გვიან კი, მსახიბ ჯოშუა ზასეს. ფანებს ყოველთვის განსაკუთებრებული დამოკიდებულება ჰქონდათ მინოუგის მიმართ, ხანდახან ზედმეტად მომაბეზრებელიც. მას სამჯერ დაესხნენ თავს, ერთხელ კონვერტიც გაუზგავნეს, რომელიც მოწამლული იყო. საბედნიეროდ, კაილიმდე ის უსაფრთხოების სამსახურის ხელში აღმოჩნდა. ლონდონის მადამ ტიუსოს სახელობის მუზეუმში კაილის 4 ცვილის ფიგურაა. ის ამ მხრივ მხოლოდ დედოფალ ელისაბეტს ჩამორჩება.

კაილი ამბობს, რომ მისი ცხოვრება სავსეა სასწაულებით. აი მაგალითად, როდესაც მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ის ემოციურად განადგურებული იყო. ამბობს, რომ კლინიკაში იწვა და არავის ეკონტაქტებოდა. ერთხელ მასთან პატარა გოგონა მივიდა, ჩაეხუტა და ავტოგრაფი სთხოვა. კაილი ამბობს, რომ ამ ფაქტმა მას სიცოცხლის უნარი დაუბრუნა, რადგან სჯერა, რომ ეს პატარა გოგონას მან ანგელოზმა გამოუგზავნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები