LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაია გერბერს რომ კაბა ეცვა, ჯანეტ ქერდიყოშვილის საქორწილო კაბის ნაჭრის ღილები ჰქონდა…“

7163
janet-news12121

გიორგი ქებურია ერთ-ერთია იმ ქართველი დიზაინერებიდან, რომელთა ნამუშევრებს მსოფლიო ვარსკვლავები ატარებენ. მათ შორის არიანნ ლედი გაგა და რიანა. მათ, ვისაც გიორგი ქებურიას კოლექციიდან რაიმე ერთხელ მაინც მოურგია, ახლახან შეუერთდა სინდი კროუფორდის ქალიშვილი, კაია გერბერი, რომელსაც დედის მსგავსად, ასევე ვარსკვლავური სამოდელო კარიერა აქვს. კაია გიორგის მიერ შექმნილი შავი კაბით ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოჩნდა.

გიორგი ქებურიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სახალისო სტატუსი, სადაც გაიხსენა, როგორ შექმნა ეს კაბა.

„ზაფხულში ღილებზე გადასაკრავი ქსოვილი დამაკლდა და ვიფიქრე, გავალ ვიყიდი-მეთქი (ჩვეულებრივი რძისფერი ქსოვილი მჭირდებოდა, წესით, ყველა მაღაზიაში რომ უნდა იყიდებოდეს). ნუ თურმე არ არსებობს და ვერსად ვპოულობ ზუსტ ფერს. მთელი თბილისი მოვიარე, უკვე მარჯანიშვილზე ვარ ტვინშისისხლჩაქცეული და შევდივარ ბოლო ქსოვილების მაღაზიაში, რაც კი მეგულებოდა და ვხედავ ამ ქსოვილს, მომიჭერით ეს ქსოვილი, 1 მეტრი მინდა-მეთქი, მიყურებს ორი ცოტა “ჩიტმა წაიღო?!” ქალი და თან არ მისმენენ, ჯერ მაკვირდებიან. იცით, ეგ ქსოვილი რა ღირს? რად გინდათ? რა უნდა გააკეთოთ მაგ ქსოვილისგან? დიზაინერი ხართ? მერე რამდენიმე ჩემი კოლეგა მიხსენეს, თან ჰყვებიან ჩემს გასაგონად რაღაც უდონო ისტორიებს, როგორ დამამცირონ, აღარ იციან – ამხედავენ, ჩამხედავენ, ვდგავარ გაყინული ნერვებით და ამ 1 მეტრს ველოდები, რომელსაც არავინ მიჭრის, თან მეშინია, ხმის ამოღებით ან დაჩქარებით უფრო არ გავანაწყენო, ძალიან მეჩქარება და საერთოდ უნაჭროდ არ დავრჩე-მეთქი. ამ დროს ერთ-ერთს ახსენდება, რომ ველოდები ამ ნაჭერს და მეუბნება, რომ ჯერ უნდა გადავიხადო და მერე ჩამომიტანს ამ ნაჭერს მეორე სართულიდან (ეშინიათ, რომ ნაჭერს მოვიპარავ და არ გადავუხდი, ძაან ეჭვის თვალით მიყურებენ). ჩამოუტანე მიდი ნოეს ნაჭერიო, გააგზავნა და მიყურებს ისევ მაკვირდება, მეთქი, რა ნოეს ნაჭერი (რაღაც იდიოტურ სახელებს კი ეძახიან ხოლმე ქსოვილებს, “პრეზიდენტი,” “ტიტანიკი” და ეგეთ რაღაცებს და ვიფიქრე, მსგავსი დასახელებაა-მეთქი))) ნოესი? ნოემ და რაღაცები მესმის ისევ. ძლივს ჩამოათრია ეს 1 მეტრი და პარკში სანამ ჩამიდებდა, ისევ დამამცირებელი ტონით და მზერით მეუბნება: ამ ქსოვილისგან ჟანეტ ქერდიყოშვილმა საქორწილო კაბა შეიკერაო და აბა, შენ იცი, შე საწყალოო.

ჰოდა, კაია გერბერს კაბა რო ეცვა, ჟანეტ ქერდიყოშვილის საქორწილო კაბის ნაჭრის ღილები ჰქონდა. ცოტა იგავ-არაკი არ არის?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები