მილანის მოდის კვირეული დასრულდა და მოდის ცნობილი სახეები იტალიიდან საფრანგეთის დედაქალაქისკენ ინაცვლებენ. სინდი კროუფორდი და მისი ქალიშვილი, კაია გერბერი პარიზს უკვე ესტუმრნენ.
მოდელი პაპარაცებმა საღამოს გასეირნების დროს გადაიღეს. მას შავი ფერის ტოპი და განიერი შარვალი ეცვა, ფეხზე კი დაბალძირიანი კომფორტული ფეხსაცმელი.
16 წლის დამწყები მოდელი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, რომ კაიას დედაზე წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.