LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაფე მესტიაში, სადაც რუს ტურისტებს მხოლოდ ინგლისურად ემსახურებიან

91
cafenastia

ნასტია სართანია სოციალურ ქსელში ავრცელებს საინტერესო ინფორმაციას, რომ მესტიაში რუს ტურისტებს ადგილობრივები არა რუსულად, არამედ ინგლისურ ენაზე ემსახურებიან.

ნასტიას კაფეს ფოტოც აქვს გამოქვეყნებული.

ის წერს:

„მოკლედ, მესტიაში ვარ, სადაც დავდივარ უკვე წლებია, პირველი ჩამოსვლაა, რომ ფაქტობრივად, სავსეა რუსი ტურისტებით. თავისთავად, წითელი ზონაა და რუსების გარდა ვინ ჩამოვა. ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ და გადატვირთულ კაფეტერიაში ვარ, რომელიც სულ სავსეა რუსი კლიენტებით და როგორ დავიჯერ,ო რომ მესტიელებმა ინგლისური იციან და რუსული არა??? მაგრამ მიმტანები ინგლისურად ემსახურებიან. სტუმრებსაც უკვე ეტყობათ, რომ გრძნობენ, რომ სტუმრები არიან და სახლში არ არიან.

ძალიან სამაგალითო და მისაბაძი ყველა საქართველოს რეგიონისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები