LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრებს ვუყურებდი, სადღაც გულის სიღრმეში მეტკინა კიდეც, ქალებს, ბავშვებს რომ ასე ექცეოდნენ – მაჩალიკაშილი გოგაშილის დაკავებაზე

883
მაჩალიკაშილიგოგაშილი

მალხაზ მაჩალიკაშვილის შეფასებით სოსო გოგაშვილის დაკავება სპექტაკლი და სამაგალითოდ დასჯა იყო, მათთვის ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გადაწყვეტს საჯაროდ ბრძოლას.

მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, ყოფილი ძალოვანის დაკავებასა და მისთვის თემირლანის ნივთების დაბრუნებას შორის კავშირზე ამახვილებს ყურადღებას.

“სოსო გოგაშვილის დაკავება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უმნიშვნელოა, ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ზეიმი არ არის, იმიტომ, რომ გოგაშვილი დაკავებულია სხვა საქმეზე, მას ჰქონდა ბევრი სამხილი ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” წევრებზე. ის არის იმ უწყებიდან, სადაც ინახება “ქართულ ოცნების” მიერ მთელი 10 წლის განმავლობაში ჩადენილი სიბინძურე, რომელზეც მას აქვს წვდომა. აქ მიდიოდა შანტაჟი მისი მხრიდან “ქართულ ოცნებაზე”. მისი ყოველი გამოსვლას, ძალიან გულისყურით ვუსმენდი, არასდროს მქონდა გაგებული ეხსენებინა ივანიშვილის სახელი, გადაწყვიტა ეხსენებინა და მოხდა დაკავება. ეს იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც კი ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდოდა, ზუსტად ამ მეთოდით დასჯიდნენ. ეს ერთგვარი სპექტაკლი იყო, მეორეს მხრივ სამაგალითოდ დასჯა, რატომ გაბედა გოგაშვილმა ეთქვა, მას აქვს მათ წინააღმდეგ “ქეისები” თუ სამხილები. ქვეყნის მოსახლეობა ამათ ნაბიჯებს ხვდება უკვე.

როგორი ტაქტიკით იმუშავეს, წარმოიდგინეთ, თემირლანი, ერთი ვაჟი მყავდა, ის ჩემი სამყარო იყო, მისი ტელეფონი ჩემი ცხოვრებაა, ძალიან ძვირფასი იყო. 5 წელი ვითხოვდი და ვერ შევძელი მისი დაბრუნება. დილით მიბრუნებენ ტელეფონს, კომპიუტერის პროცესორს და თანხასაც, რომელიც ეკუთვნოდა ჩემს ქალიშვილს. საღამოს კი აკავებენ გოგაშვილს. აქ დავინახე ის მცდელობაც, მაჩალიკაშვილსა და მის ოჯახს გულს მოიგებდნენ. ჩვენ დავიჭირეთ გოგაშვილი, პირდაპირ რომ თქვან გოგაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე დავაკავეთ, ეს იქნებოდა სახელმწიფო დანაშაულის აღიარება. თავიანთ საქმეზეა დაკავებული, მაჩალიკაშვილის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ეტაპზე. თუ თემირლანის საქმეზე დაიჭირეს და აგებინებენ პასუხს, აქ არ არის მარტო ერთი გოგაშვილი. მასზე ათჯერ მეტად არიან სხვა პირები ამ საქმეში დამნაშავეები. გოგაშვილი ის პირი იყო, რომელიც მთელი 5 წლის განმავლობაში მაშავებდა. მთელი რიგი ტყუილებით ინფორმაციებს ავრცელებდნენ, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს ყველაზე მიუღებელი იყო. მისი ცოლ-შვილი ყველა ერთად იძახდნენ, ტერორისტი მაჩალიკაშვილი”, – ამბობს მაჩალიკაშვილი და საკუთარ განცდებზეც საუბრობს, რას გრძნობდა, როცა გოგაშვილს აკავებდნენ.

“კადრებს ვუყურებდი, მისი მეუღლე, პატარა ბავშვები… მე ეს გავლილი მქონდა, არა როგორც გოგაშვილს ექცეოდნენ, მასზე ასჯერ მეტი სისასტიკით. აქედან გამომდინარე, სადღაც გულის სიღრმეში მეტკინა კიდეც, ქალებს, ბავშვებს რომ ასე ექცეოდნენ. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რაღაც სპექტაკლს ჰგავს ეს ყველაფერი. აქ გოგაშვილი არ არის, აქ ნებისმიერი გვარი შეიძლება იყოს. გოგაშვილი მახინჯი, ნაძირალა სისტემის ნაწილია, ამ სისტემამ შექმნა გოგაშვილიც.

მის ბინას რომ ვუყურებდით, მარტო მის შესასვლელში იყო მილიონობით ქონება. სოცდაუცველობიდან წამოსულმა ადამიანმა, როგორ შეუძლია პატიოსანი გზით ამდენი იშოვოს, თუ არ აქვს მშვიდობიანი ადამიანების სისხლში ხელები დასვრილი”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი “ტვ პირველის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები