„ეს კადრები ნანახი აქვს ნახევარ საქართველოს და ეს დაკავებები მოხდა შერჩევითი სამართლით. ეს იყო საჩვენებელი დაჭერა და აუცილებლად დღესვე უნდა გათავისუფლდნენ”- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ის მთავარ პროკურატურასთან, პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებულთა ახლობლების აქციას შეურთდა. „გირჩის“ ლიდერი დაკავებულების სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს.
„ეს კადრები ნანახი აქვს ნახევარ საქართველოს და ეს დაკავებები მოხდა შერჩევითი სამართლით. ეს იყო საჩვენებელი დაჭერა და აუცილებლად დღესვე უნდა გათავისუფლდნენ. გვქონდა მოლოდინი, რომ დღევანდელ სასამართლოზე მათ გაათავისუფლებდნენ, თუმცა პირიქით მოხდა და წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელეს. ეს აქცია სპონტანურად დააორგანიზეს ოჯახის წევრებმა და მოვედით, რათა სოლიდარობა გამოგვეცხადებინა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ აქციებს გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთაგან ოთხი პირი დღეს სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების შენახვა-გავრცელების საქმეზე 18 პირია ბრალდებული. მათგან ოთხს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.