LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვი პრიგოჟინის აჯანყებაზე: „ეს ზურგში დანაა.. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთის ერთიანობა შევინარჩუნოთ“

163
Untitled design (1)

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და „ვაგნერისა“ და მისი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებულ აჯანყებას „ზურგში დანას“ და „სამხედრო ამბოხს“ უწოდებს.

ვლადიმერ პუტინი: დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან, ასევე შიდა მოღალატეებისგან.. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა, პასუხს აგებს​!

კადიროვი ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ არხზე წერს და აცხადებს, რომ „აჯანყება უნდა ჩაახშო და თუ ამას მკაცრი ზომების მიღება დასჭირდებათ, ამისთვისაც მზად არიან“.

რამზან კადიროვი ასევე აღნიშნავს, რომ ჩეჩენი მებრძოლები უკვე გაემართნენ იმ ზონებისკენ, სადაც დაძაბულობაა:

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთის ერთიანობა შევინარჩუნოთ და მისი სახელმწიფოებრიობა დავიცვათ!

წარმოიდგინეთ, როგორ გრძნობენ თავს ახლა სანგრებში მყოფი ბიჭები, რომელთა წინაშეც მტერი დგას, მათ ზურგს უკან კი ღალატია.

ჩვენ ვსაუბრობთ სტაბილურობაზე, სახელმწიფოს ერთიანობასა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლიანი შედეგები.

ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა სამართლიანად აღნიშნა მიმართვაში – ეს სამხედრო აჯანყებაა! ასეთი ქმედებების გამართლება არ არსებობს!
მე მხარს ვუჭერ ვლადიმირ პუტინის თითოეულ სიტყვას!

მივმართავ მებრძოლებს, სამშობლოს პატრიოტებს – პროვოკაციებს არ აჰყვეთ. რასაც უნდა დაგპირდნენ..  ასეთ მომენტში სახელმწიფოს უსაფრთხოება და საზოგადოების ერთიანობა უპირველესია“, – აღნიშნულია რამზან კადიროვის მიმართვაში.

ამავე თემაზე:

„ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ – არავინ აპირებს ჩაბარებას“ – ევგენი პრიგოჟინი

„თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მებრძოლებს მიმართავს

ფოტოები: „სამხედროებით და ტანკებით პარალიზებული როსტოვი“ – რა ხდება ქალაქში, რომელიც არსებული ცნობით, „ვაგნერმა“ დაიკავა

ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერზე” თავდასხმაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება – რას პასუხობს კრემლი

„სანამ გენშტაბის უფროსი და შოიგუ არ მოვლენ, აქ ვართ“ – ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

„ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე სიტუაციას, მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო“ – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

ვინ არის ერთ დროს პუტინის „მზარეული“ პრიგოჟინი, რომლის წინააღმდეგ „ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები