LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვი მხოლოდ ჩეჩენი ერის მოღალატეა – ქისტი ქალის პასუხი რამზან კადიროვს

591
ტუმი

“სულ რაღაც ერთი წლის უკან პანკისში მანქანაზე გაკრული მისი (კადიროვის) პლაკატები ჩამოგლიჯეს და ფეხქვეშ გათელეს. ამით დაანახეს, რომ მათთვის კადიროვი მხოლოდ ჩეჩენი ერის მოღალატეა” – ასე ეხმაურება საქართველოში მცხოვრები ქისტი ქალბატონი ნონა ხანგოშვილი (თუმი დიშნი) რამზან კადიროვის მუქარისშემცველ განცხადებას.

“რამზან კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე სულ ორასი კილომეტრია, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მისივე ხალხი ცხოვრობს ორას წელზე მეტია და სულ რაღაც ერთი წლის უკან პანკისში მანქანაზე გაკრული მისი პლაკატები ჩამოგლიჯეს და ფეხქვეშ გათელეს. ამით დაანახეს, რომ მათთვის კადიროვი მხოლოდ ჩეჩენი ერის მოღალატეა. ისინი პირველები იქნებიან საქართველოში, ვინც პირველები დაუდგებიან წინ საბრძოლველად, თუ ერთი გოჯითაც გადმოლახავს საქართველოს საზღვარს. კადიროვს ნუ ავიწყდება, რომ ჩეჩნეთისათვის რუსეთის იმპერია ისეთივე ოკუპანტი ურჩხულია, როგორც საქართველოსთვის.

ანტირუსული ისტერიის გაგრძელებამ შესაძლოა საპასუხო ზომების მიღება გვაიძულოს - კლინცევიჩი

კლინცევიჩი ამბობს, რომ რუსი ტურისტების ჩანაცვლება ძლიერი ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანამაც კი ვერ შეძლო.

ჩვენს გვერდით არიან 350 ათასზე მეტი ჩეჩენი, რომელიც რუსეთის იმპერიისგან დევნილია დღეს ევროპაში და მთელი ჩეჩენი ერი, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის, როგორც საქართველო. კადიროვი კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რას ნიშნავს ვაინახისთვის რუსეთი და საქართველო, რომელი მათგანი მოიაზრება, როგორც მოსისხლე მტერი და რომელი სიხლით მონათესავე და მოძმე.

და ნუ დაავიწყდება, რამდენი სისხლიანი გენოციდი მოუწყო მის ხალხს რუსეთის იმპერიამ სამასი წლის მანძილზე. ისიც ნუ ავიწყდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მისი და პუტინის მიერ გადმოსროლილმა ჩეჩენმა სპეცრაზმელებმა როგორ გაუხსნეს ჩუმად ქართველ ჯარისკაცებს კორიდორი და საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენი ქართველი გადაარჩინეს”, – ნათქვამია საპასუხო წერილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები