LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს, რომელმაც გორში ცულით შვილი მოკლა, ბრალდება წარედგინა

166
DSC_5024

გორში მცხოვრებ მამაკაცს, რომელმაც შვილს ცულით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე შვილს ცულით ჭრილობები მიაყენა.  მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 ოქტომბერს დააკავეს.

“მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზარახ მკვლელობა ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გორში მამამ შვილი მოკლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები