LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს, რომელიც ორსულ ცოლს სცემდა, 5 წელი მიუსაჯეს

108
BeFunky-collage (17)

კაცი, რომელმაც ორსულ ცოლს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით რამდენჯერმე სცემა და სხვადასხვა ფორმით დაამცირა, თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულების მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “კ” ქვეპუნქტებით და 126 პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, სასჯელის სახედ და ზომად კი ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“სასამართლო პროცესზე, პროკურორებმა დაკითხეს დაზარალებული და ათობით მოწმე, გამოიკვლიეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისად, დაზარალებულს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიმართ წარსულში ორჯერ იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები