LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა თავისი გატაცების ინსცენირება დადგა, რათა მშობლებისთვის ფული გამოეძალა

36
Capture

ნიგერიაში მცხოვრებმა მამაკაცმა თავისი გატაცების ინსცენირება დადგა, რათა გამოსასყიდის სახით მშობლებისგან საკმაოდ სოლიდური თანხა მიეღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Trust ავრცელებს.

29 წლის სეგუნ მაფიმიდოვო მეგობრებს შეუთანხმდა და მშობლებისგან 9 მილიონი ნიგერიული ნაირა (დაახლოებით 18 ათასი დოლარი) მოითხოვა. სეგუნი დედას და მამას უმტკიცებდა, რომ ის შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

მტკიცებულების სახით მამაკაცმა მშობლებს გაყალბებული ფოტოები გამოუგზავნა, სადაც მას ხელები ჰქონდა შეკრული. საქმეში პოლიცია ჩაერთო და მანამ სანამ მშობლები ფულს გადარიცხავდნენ, დადგინდა რომ გამტაცებლების კვალი სეგუნის მეგობრებამდე მიდიოდა. ყველაფრის სათავეში კი თავად „დაზარალებული“ იდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები