LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა საყვარელი ძაღლის კლონი შექმნა

84
Roberto-Novo-

ნიუ-იორკში, მამაკაცმა საყვარელი ფრანგული ბულდოგის კლონი შექმნა, ახლა ოთხი ერთნაირი ცუგა ჰყავს და მათთან ერთად ძალიან ბედნიერად ცხოვრობს.

გამოცემა New York Post-ის ინფორმაციით, როგორც 62 წლის სტილისტი რობერტო ნოვო იხსენებს, პირველად ბულდოგის ლეკვი თავისი სალონის გვერდით მდებარე ზოომაღაზიაში ნახა. მან მაშინვე მაღაზიაში შესვლა და ლეკვის უფრო ახლოს გაცნობა გადაწყვიტა. პირველი შეხვედრა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ამერიკელს ბევრი არ უფიქრია და ლეკვი მაშინვე სახლში წაიყვანა.

ცუგას მაჩიტო დაარქვა და მას შემდეგ ისინი განუყრელები იყვნენ. მაჩიტო უკვე 12 წლის იყო, როდესაც ნოვო მის კლონირებაზე დაფიქრდა. მან შესაბამისი კომპანიაც იპოვა, რომელსაც ძაღლის დნმ გადასცა. ორი წლის შემდეგ ძაღლი დაიღუპა, რობერტომ კი კლონირების პროცესის დასრულება გადაწყვიტა.

კლონის შექმნას 50 ათასი დოლარი დასჭირდა და სულ მალე მაჩიტოს ასლი შეიქმნა. რობერტომ ის სახლში წამოიყვანა, შემდეგ კიდევ ერთი ლეკვი მოიყვანა და ამჟამად ის ოთხ ფრანგულ ბულდოგთან ერთად ძალიან ბედნიერად ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები