კაცი, რომელიც ამტკიცებს რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ფრენის გარეშე მოიარა, სახლში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.
დანიის 44 წლის მკვიდრი ტორბერნ პედერსენი, მთელი 10 წლის განმავლობაში მოგზაურობდა და დედამიწის ყველა კუნჭული მოიარა. უნიკალური მოგზაურობის განმავლობაში მას ერთხელაც არ გამოუყენებია თვითმფრინავი და სახლშიც პირველად დაბრუნდა. ის ავტობუსებით, მატარებლებით, წყლის ტრანსპორტით ან ფეხით გადაადგილდებოდა. მშობლიურ ქალაქ ორჰუსში პედერსენი სატვირთო გემის ბორტით ჩავიდა.
დანიელის მოგზაურობა 10 წელი გაგრძელდა. ის გზას 2013 წლის ოქტომბერში დაადგა და თავიდან ფიქრობდა, რომ მისი ამბიციური გეგმის შესრულებას მხოლოდ 4 წელი დასჭირდებოდა. თუმცა, პანდემიის გამო ის ორი წელი ჰონგ-კონგში იყო გაჭედილი.