LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა მისაღებში კარვები გაშალა და ტურისტებს „რომანტიკულ“ დასვენებას სთავაზობს

117
0_PAY-London-is-now-so-expensive

ბრიტანეთის მკვიდრმა Airbnb-ზე განათავსა განცხადება, სადაც თავის მისაღებში გაშლილ კარვებს აქირავებს. მამაკაცი ყველას ლონდონში ეპატიჟება და კარავში ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ 68 ფუნტ სტერლინგს ითხოვს. უჩვეულო შემოთავაზებას ყურადღება ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Star-მა მიაქცია.

ბრიტანელმა პოსტს დაურთო სამი კარვის ფოტო, რომელიც არც თუ ისე დიდ ოთახშია გაშლილი და თან იქვე მიაწერა: „თქვენ ვერასდროს დაივიწყებთ დროს, რომელსაც ამ რომანტიკულ და დაუვიწყარ ადგილას გაატარებთ.“ აღსანიშნავია, რომ თავად სახლი ლონდონის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს.

როგორც გამოცემა აზუსტებს, ასეთი საცხოვრებლის რეიტინგი 4,45 ვარსკვლავს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები