LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა განწყობის გასაუმჯობესებლად ლატარიის ბილეთი იყიდა და მილიონი მოიგო

43
A-Michigan-man-who-had-a-bad-day-left-work-905x613

მიჩიგანელი მამაკაცის „ცუდი დღე“ მილიონიანი ჯეკპოტით დასრულდა. მოგებულმა სამსახური ადრე დატოვა, რადგან ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და გზად განწყობის გასაუმჯობესებლად ლატარიის ბილეთის შეძენა გადაწყვიტა. იღბლიანი მოგებულის ისტორია სააგენტო Upi-მ გაავრცელა.

40 წლის ამერიკელის თქმით, მას მხოლოდ ის უნდოდა, რომ ცოტათი მაინც გამხიარულებულიყო. მაღაზიიდან გამოსვლისთანავე მან ბილეთი გადაფხიკა და აღმოაჩინა, რომ მილიონის მფლობელი იყო.

მოგებულმა თავის იღბალს იმდენად ვერ დაუჯერა, რომ მაღაზიაში შებრუნება გადაწყვიტა. ბილეთის დასკანერების შემდეგ ეკრანზე თანხა გამოისახა.

ჯეკპოტის მფლობელი გეგმავს, რომ მოგებული მილიონით ახალი მანქანა იყიდოს, დარჩენილი თანხა კი მომავლისთვის შეინახოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები