რეკორდული 25 მილიონი დოლარი ისრაელში გათამაშდა და გამარჯვებული 30 წელს გადაცილებული, სამი შვილის მამა გახდა. გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, მამაკაცს ლატარეა აქამდე არასდროს უთამაშია, ეს პირველი და ძალიან წარმატებული შემთხვევა იყო.
მოგებით შოკირებულს მთელი ღამე არ ეძინა, დილით კი ჩვეულებრივად ადგა და სამსახურისკენ გაემართა.
როგორც მან ადგილობრივ მედიასაშუალებებს უთხრა, საკუთარი სამსახურით ძალიან კმაყოფილია, შეიძლება ითქვას, რომ არაფერი აკლიათ. თუმცა, ამ მილიონებს არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას მოახმარენ.
რაც შეეხება სამსახურს, მუშაობას ის არ შეწყვეტს და მოვალეობის შესრულებას მილიონებთან ერთად პატიოსნად გააგრძელებს.