LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი თვითმფრინავის ერთადერთი მგზავრი იყო და ფიჯის კუნძულამდე მარტომ იფრინა

138
0_Passenger-left-stunned-after-boarding-flight-only-for-it-to-be-completely-empty-and-is-treated-li

სიდნეიდან ფიჯის კუნძულისკენ მიმავალი რეისს ერთადერთი მგზავრი ჰყავდა და ფრენა მან ასეთი ფრაზით დაახასიათა – „დაუვიწყარი გამოცდილება“. სალონში გადაღებული კადრები მოგვიანებით სოც-ქსელებში გაავრცელა და პოსტს ყურადღება The Sun-მა მიაქცია.

რობი ალენის თქმით, მას ძალიან გაუკვირდა როცა აღმოაჩინა რომ Virgin Airlines-ის ერთადერთი მგზავრი იყო. კაცმა ეს სიტუაცია თავიდან უხერხულად და ცოტა საშიშადაც კი ჩათვალა, თუმცა ყველაფერს მალევე შეეჩვია და მარტო ფრენით ტკბობაც შეძლო.

„კაპიტანი მოვიდა, გვერდით მომიჯდა და გამესაუბრა. ბორტგამცილებლები ყველაფერს მაძლევდნენ“ – იხსენებს ტურისტი.

ალენმა ისიც აღნიშნა, რომ თავს Vip მგზავრად თვლიდა, მიუხედავად იმისა რომ პირველი კლასით არ მიფრინავდა. მოგზაურისთვის უფასოდ მოჰქონდათ ყველანაირი სასმელი და საჭმელი, რომელსაც ის ისურვებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები