LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ტარაკნებისგან გათავისუფლებას ცდილობდა და შემთხვევით სახლი ააფეთქა

122
435

იაპონიაში, ქალაქ კუმამოტოში მცხოვრებმა კაცმა აფეთქება მოაწყო მაშინ, როცა ტარაკნების თავიდან მოშორებას ცდილობდა. ამის შესახებ AsiaOne წერს.

ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. იაპონელმა მწერების მოსაშორებელი საშუალება მიმოფანტა და ამ დროს შემთხვევით ცეცხლთან ძალიან ახლოს მივიდა. აფეთქებაც სწორედ ამ დროს მოხდა. შედეგად სახლი დაზიანდა, მეპატრონე კი მცირე ნაკაწრებით გადარჩა. აფეთქების ზუსტ მიზეზს მეხანძრეები ადგენენ.

ზოგადად კი იაპონიაში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. საქმე ისაა, რომ მწერების მოსაშორებელი საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ადვილად აალებად ინგრედიენტებს, მათ შორის სპირტს, რომელიც ჰაერთან კონტაქტის დროს შესაძლოა, ცეცხლის გაჩენის მიზეზი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები