„კაცი მოწამლეს, ათრიეს, აწამეს, გგონიათ, რომ სადმე უკან დამხევია პრეზიდენტი სააკაშვილი? ცხადია, არ დაიხევს,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „დღის ამბებში“ საუბრობს.
„პრეზიდენტ სააკაშვილს, კიდევ ვამბობ, იმის შიშით, რომ სადმე გადაიყვანენ ახლა და ვაიმე, ხმას აღარ ამოიღებს და არ იბრძოლებს, ჩვენ ხომ გვესმის ახლა ეს სპეკულაციები, რომ მიშა ვერ ჩამოვა. რომ არ ჩამოსულიყო თმისღერი ჩამოუვარდებოდა მიშა სააკაშვილს? ვინ, სად მიწვდებოდა მართლა, რაზე ვლაპარაკობთ.
დღესაც კონკრეტულ პარტიებს, მმართველ პარტიასაც კი, სადმე თუ უნდათ, პოლიტიკურად ცოცხლები იყვნენ, ისევ მიშაზე ლაპარაკობენ.
ოპოზიციაში ვარო ვიღაცას რომ ჰკითხო იქ, ივანიშვილის დანამატი პარტია რომ არის, ისიც მიშაზე აგებს კამპანიას.
კარგით რა, კიდევ ვამბობ, აქეთ არის ცივილიზებული სამყარო, აქეთ არის პუტინი და რუსეთი.
არავის არაფრის არ ეშინია, რამდენიც არ უნდა იძახონ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ერთად მოვიპოვებთ მთავარ გამარჯვებას, რაც გამოიხატება ქართველი ხალხის ევროპულ მომავალში,“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ირაკლი კობახიძე: „მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი და საავადმყოფოში ყოფნა არ ეკუთვნის“