LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე მანქანით მივიდა, მთავარი ისაა, რომ საჭესთან თავად იჯდა

62
autonews

გერმანიაში მამაკაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა.

შემთხვევა ქალაქ ბერგჰაინში მოხდა. 37 წლის ადგილობრივი საგამოცდო ცენტრთან opel-ის ფირმის მანქანით მივიდა. გაოცებულ ინსპექტორებს მან უთხრა, რომ გამოცდაზე დაგვიანება არ სურდა და საჭესთან მხოლოდ ამის გამო დაჯდა.

საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებმა ის გამოცდაზე რა თქმა უნდა, არ დაუშვეს, პოლიცია გამოიძახეს და მამაკაცი დააკავეს. კანონდამრღვევს სერიოზული ჯარიმა ელოდება, დააჯარიმებენ ასევე „ოპელის“ მფლობელსაც, რადგან მან ავტომობილი მართვის მოწმობის არმქონე პირს გადასცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები