LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ფეხით დაეწია ავტომობილს და გადაარჩინა ქალი, რომელმაც საჭესთან გონება დაკარგა

145
image

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის მაცხოვრებელმა მაგისტრალზე გონებადაკარგული მძღოლი სიკვდილს გადაარჩინა. მომხდარი თვითმხილველებმა გადაიღეს და შემდეგ კადრები NBC Boston-ის ეთერში მოხვდა.

25 წლის ადოლფ მოლინა Uber-ის ტაქსის მძღოლია. გადაადგილების დროს მას თვალში მოხვდა ერთი ავტომობილი, რომელიც უცნაური ტრაექტორიით გადაადგილდებოდა, მოლინამ მაშინვე ივარაუდა რომ მძღოლი ცუდად იქნებოდა.

მამაკაცი მაშინვე გადმოვიდა ავტომობილიდან და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეორე მძღოლი გადაერჩინა. ავტომობილს ფეხით დაედევნა და ქალი მანქანიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანა.

მომხდარის ვიდეო ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მოლინა ნამდვილად გმირად გამოაცხადეს. კაცს სპეციალურ ჯილდოს ქალაქის მერიაც გადასცემს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები