LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ბანკის გასაძარცვად ელექტრონული სამაჯურით მივიდა

42
Michael-Conley-Loyd

ამერიკაში კაცი ბანკის გასაძარცვად ელექტრონული სამაჯურით მივიდა. გარდა ამისა, ფულის მოთხოვნის ტექსტი მან თავის დაბადების მოწმობაზე დაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ Law & Crime ავრცელებს.

30 წლის მაიკლ კონლი ლოიდმა მეგობარ გოგონასთან იჩხუბა და გაბრაზებულმა ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა. მან მეზობლის ავტომობილი Dodge Ram გამოიყენა, ფინანსური დაწესებულების პარკინგზე გაჩერდა და თავისი დაბადების მოწმობის უკანა მხარეს ვარდისფერი მარკერით ფულის მოთხოვნის ტექსტი დაწერა. ამის შემდეგ კაცი მოლარესთან მივიდა და წერილი გადასცა.

ბანკის თანამშრომელმა წერილი აიღო და კარადიდან ფული გამოიღო. ნადავლის აღების შემდეგ კაცმა ბანკის ტერიტორია დატოვა. დანაშაულის ადგილიდან მიმალვის შემდეგ ლოიდმა თავისი დაბადების მოწმობა და პასპორტი გადაყარა.
საპატრულო ავტომობილების დანახვისას მძარცველს ძალიან შეეშინდა და ავტომობილის ფანჯრიდან ფულის გადაყრაც დაიწყო. თუმცა, მისი ყველა მცდელობა უშედეგო იყო, მძარცველი მაინც დააკავეს.

ამერიკელმა პოლიციელებს უთხრა, რომ ბანკის გაძარცვა შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ გადაწყვიტა, რათა მისთვის რაღაც დაემტკიცებინა. თუ რის დამტკიცებას აპირებდა, კაცს არ დაუზუსტებია.

მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ძარცვის დროს ლოიდს ელექტრონული სამაჯურიც ეკეთა, რომელიც მას წინა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაუკეთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები