აშშ-ში, მერილენდის მკვიდრმა 10 წლიანი მცდელობის შემდეგ ლატარიაში სოლიდური თანხა მოიგო. სააგენტო Upi-ს ინფორმაციით, კაცი მთელი ეს წლები რჩეულ რიცხვებს არ ღალატობდა.
ამერიკელი იხსენებს, რომ ლატარიის ბილეთი პირველად 10 წლის წინ იყიდა და გარკვეული კომბინაცია ჩაწერა. მას შემდეგ ყოველი გათამაშების დროს ის ამავე რიცხვებს იყენებდა.
მორიგი ბილეთი გამარჯვებულმა ავტო გასამართი სადგურის მაღაზიაში შეიძინა. შედეგად ის 50 ათასი დოლარის მფლობელი გახდა. ჯეკ-პოტის ანუ 10 მილიონის მოსაგებად კი მხოლოდ ერთი ციფრი დააკლდა. მიუხედავად ამისა, კაცი თავის არჩევანს არ ნანობს და მოვლენათა განვითარებით ძალიან ბედნიერია.
გამარჯვებულსა და მის მეუღლეს მოგებულ ფულთან დაკავშირებით გეგმები უკვე აქვთ, – “ჩვენ ვაპირებთ, რომ გადასახადები დავფაროთ და ნანატრი მოგზაურობაც მოვიწყოთ“.