LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაჭკაჭიშვილი: ნატოს პოტენციური წევრობა უკეთესია თუ ე.წ. ნეიტრალიტეტი? რა თქმა უნდა, პოტენციური წევრობა, არავითარი ფარ-ხმლის დაყრა!

119
იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხს ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანამ უკეთესი მომავლისთვის, ანუ ალიანსის წევრობისთვის უნდა იბრძოლოს და ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს.

სოციოლოგი აცხადებს, რომ ნატოს პოტენციური წევრობა უკეთესია, ვიდრე ნეიტრალიტეტი.

“ნატომ უარი თქვა აღმოსავლეთით გაფართოებაზე? რიტორიკული შეკითხვაა – არ უთქვამს!

ანუ, საქართველო და უკრაინა კვლავ ვრჩებით ნატოს პოტენციურ წევრებად, ნატოს “კარი ღიაა” ჩვენთვის.

გასაგებია, რომ გვანერვიულებს ნატოს “ზოზინი” გაწევრიანების მიმართულებით (მეც მანერვიულებს). მაგრამ, ნატოს პოტენციური წევრობა უკეთესია თუ ე.წ. ნეიტრალიტეტი? რა თქმა უნდა, პოტენციური წევრობა.

ხომ ყველა ვხედავთ, რომ ნატოს და ინდივიდუალურად მისი წევრების დახმარება რომ არა (პირველ რიგში, სწორედ სამხედრო თვალსაზრისით), უკრაინა ამხელა წინააღმდეგობას ვერ გაწევდა და რუსეთს უკვე ექნებოდა გამარჯვება ნაზეიმები?

ანუ, ნატო, “უკანა კარიდან” მაინც არის დღეს უკრაინის თავისუფლების გარანტი.

მოვეჭიდოთ ამას და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, ანუ წევრობისთვის. არავითარი ფარ-ხმლის დაყრა!” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები