კაბა-მაქსი ქალბატონებს ელეგანტურობასა და დახვეწილობას მატებს, ამიტომაც ის უკვე მერამდენედ წლის მთავარ ჰიტად რჩება. ეს კაბა ძალიან აქტუალურია გვიანი შემოდგომის სეზონზეც, შესაბამისად კარგია თუ ის თქვენს გარდერობშიც აღმოჩნდება. ჩვენ კი ინტერნეტ მაღაზია Quelle-ი დახმარებით გავიგებთ, რასთან კომბინაციაშია რეკომენდებული მისი ჩაცმა. დიზაინერები თვლიან, რომ მაქსიმალური სიგრძის კაბების სეზონი გარდამავალი პერიოდი – ანუ შემოდგომა და გაზაფხულია.
ნაქსოვი სვიტერი – მისი კომბინაცია გრძელ კაბასთან რეკომენდებულია საღამოს პერიოდში, ანუ ცივ ამინდში, როცა თქვენ ერთდროულად მოდურად და კომფორტულად გამოიყურებით.
ჯინსის ქურთუკი – ჩვენი საყვარელი ბავშვობის სამოსი კვლავ ბრუნდება მოდაში, თუმცა უკვე ნამდვილი ტრენდის სახით. იმისთვის, რომ კაბას ყოველდღიური ელფერი შესძინოთ, ის ჯინსის ქურქს შეუხამეთ, რაც პრაქტიკულიცაა და მოდურიც
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი – თუ გლამურული სტილი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ეს მოდური ალიანსი თქვენთვისაა. ეს კომბინაცია გამოდგება როგორც პაემნისთვის, ასევე საღამოს წვეულებებისთვის.
მამაკაცური სტილის ჩექმა -ალბათ ეს ის ფესხაცმელია, რომელსაც გრძელი კაბა ყველაზე მეტად უხდება, თანაც მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმისა და მოდელის ჩექმაზე ვსაუბრობთ. ამ დროს სასურველია თუ რეზინის ჩექმას ანუ ე.წ ბოტებს მოერიდებით, რადგან ის კაბა-მაქსის ეფექტს დაუკარგავს.
შლიაპა – მისი შეხამება გრძელ ქვედაბოლოსთან ნამდვილად სიახლეა. განსაკუთრებით კი, ეს სტილი წაადგებათ მათ, ვისაც სურს მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში. ამ საკმაოდ პრეტენზიული აქსესუარის ხმარებისას, მიაქციეთ ყურადღება რომ სხვა დამატებითი აქსესუარი ზედმეტად არ უნდა იყოს გადატვირთული ანსაბლზე.