LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას აშშ-ს საელჩო დააფინანსებს

122
უიო
აშშ-ს საელჩომ ჯვრის მონასტრის პროექტი 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადა. როგორც საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას საელჩო 100 ათასი დოლარით დააფინანსებს
“საქართველოში აშშ-ის საელჩო 12 ნოემბერს გამოაცხადებს ჯვრის მონასტრის პროექტს 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად. პროექტის ფარგლებში 100 ათასი დოლარი გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს”.
პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, მონასტრის ფასადის დაზიანების და განადგურების დონის დასადგენად, კვლევა ჩატარდება და მისი აღდგენის გეგმა შემუშავდება.
ჯვრის მონასტერი მცხეთის ისტორიული მონუმენტების ნაწილია და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია.

“აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიოს მასშტაბით 125-ზე მეტ ქვეყანაში, უკვე ათასზე მეტი პროექტი დააფინანსა. მისი წვლილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში დაახლოებით 74 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში ფონდმა 19 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები