ჯულია რობერტსი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახთან ყოფნას უთმობს. მის ინსტაგრამზე ვერ ნახავთ მისი შვილების ფოტოს, რომელიც აღბეჭდავს მათ უკანასკნელ მიღწევებს, არც მათ საყვარელ გამონათქვამებს აქვეყნებს ტვიტერზე.
თუმცა, რობერტსმა და მისმა კინემატოგრაფმა მეუღლემ, დენი მოდერმა კელი სლატერის ახალი ხაზის ჩვენების შემდეგ მოწყობილ ლანჩ წვეულებაზე პირველად წარმოადგინეს საკუთარი შვილები ფართო აუდიტორიის წინაშე. 8 წლის ჰენრი და 10 წლის ტყუპები ფინეუსი და ჰეიზელი კერძო რეზიდენციაში ჟურნალისტებს წარუდგინეს.
„ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ბავშვები – თქვა მან – ჩვენ გვინდა ჩვენი ოჯახური ცხოვრებით ვიცხოვროთ, სადაც არავინ შემოიჭრება“, – განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჯულია რობერტსი მონაწილეობას მიიღებს „ვარსკვლავურ ომებში“, რომლის გადაღებებიც უკვე დაწყებულია.