ჯულია რობერტსი, რომელიც ცოტა ხნის წინ „ჩოპარდის“ ახალი კამპანიის სახე გახდა, შვეიცარიაში ბრენდის მიერ გამართულ წვეულებას დაესწრო. 55 წლის „ოსკაროსანი“ ვარსკვლავი ბრწყინავდა თეთრ პიჯაკსა და შარვალში, როცა ის წითელ ხალიჩაზე გამოვიდა, იქამდე კი ღონისძიების გარეთ, მის სანახავად შეკრებილ ადამიანებს შეხვდა.
ჯულიამ მკვეთრად შეიცვალა იმიჯი, ის კიდევ უფრო წითური, შუბლზე შეჭრილი თმით გამოჩნდა. რაც ეხება „ჩოპარდისა“ და ჯულიას კოლაბორაციას, ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო ბრენდის ახალი სამკაულების კოლექციაში, რომლის სახელწოდებაა ,,ჩოპარდს უყვარს კინო”.
ღიმილი ყველაზე ლამაზი სამკაულია – ჯულია რობერტსი „ჩოპარდის“ ახალ ფოტოსესიაში ბრწყინავს
ჯორჯ კლუნის ფოტოები ჯულია რობერტსის კაბაზე – „ლამაზმანის“ უჩვეულო „ლუქი“ წითელ ხალიჩაზე
ჯულია რობერტსის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი ეკრანული ლუქი – ლამაზმანი 55 წლის გახდა