ბრიტანელი მსახიობის, ჯუდ ლოუს შვილები მამის კვალზე მოდიან, მსახიობს სხვადასხვა ურთიერთობიდან 6 შვილი ჰყავს, თუმცა ყველაზე მეტად მას უფროსი ვაჟი , რაფერტი ჰგავს. ახალგაზრდა მსახიობისა და მოდელის ფილმოგრაფიაში უკვე 5 სრულმეტრაჟიანი ფილმია. ამჯერად კი რაფ ლოუმ ცნობილი ბრენდის Zadig&Voltaire-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
ფრანგული ბრენდი უკვე 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამჯერად შემოდგომა-ზამთრის ახალ კოლექციას გვთავაზობს. ახალ ფოტოებზე რაფერტი ლოუ ბრენდის ულამაზეს სამოსს ირგებს და ფოტოებზე, საოცრად ჰგავს თავის პოპულარულ მამას.