LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუანშერ ბურჭულაძე: სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ

205
ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა, რომ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ.

ბურჭულაძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ამჟამადაც მოქმედებს, აღნიშნული რეფორმა კი არა არსებით, რადიკალურ ცვლილებას, არამედ წვევამდელთა ეროვნული სამსახურის უფრო მოქნილ და მარტივ სისტემად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.

„სტუდენტები ნებაყოფლობით აირჩევენ იმ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რაც ყოველწლიურად, ერთი თვის განმავლობაში სავალდებულო ჯარის გავლას გულისხმობს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

„ჯარის საკითხის პოლიტიზირება და ყოვლად მიუღებელი ეპითეტები არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი” – რატი ბრეგაძე