LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუანშერ ბურჭულაძე – რა ვუპასუხო აბა, ანა წითლიძეს, შეურაცხყოფის იქით ვერ განვითარდა ეს ხალხი, ჩარჩნენ

122
BeFunky-collage

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ანა წითლიძის რეპლიკას უპასუხა.

„რა ვუპასუხო აბა, ქალბატონ ანას, შეურაცხყოფის იქით ვერ განვითარდა ეს ხალხი. ქვეყანა განვითარდა, საზოგადოებაც იცვლება, ეს ხალხი ვერ განვითარდა, ჩარჩნენ იგივეში, შეურაცხყოფა, მონები… რა შუაშია მონები? მონები არიან თვითონ! კერპთაყვანისმცემლები, ოკულტისტები არის სწორედ ეს ხალხი. ერთი კულტი ჰყავთ, კულტი ჰქვია, აბა, ამას სხვა რა ჰქვია?“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრს ანა წითლიძემ მიმართა და უთხრა, რომ ის ერთადერთი მიზეზით არის თავდაცვის მინისტრი.

„ერთადერთი მიზეზით ხართ ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ეს არის ტრაგედია – “ქართუ ბანკში” იყავით, აგიღეს და დაგდეს თავდაცვის მინისტრად”, – განაცხადა წითლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები