აშშ-ის ქალაქ ატლანტაში მდებარე სტადიონი Georgia Dome, რომლის ტევადობაც 71 000 იყო, 2 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით გაანადგურეს. არენის დემონტაჟი ორშაბათს, დილით მოხდა.
Georgia Dome-ს დასანგრევად ჯამში 2265 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. მთელი ეს პროცესი დაახლოებით 15 წამს გაგრძელდა.
განადგურებული არენიდან დაახლოებით 30 მეტრში ახალი სტადიონი, Mercedes-Benz Stadium მდებარეობს, რომელსაც ასევე 71 ათასიანი ტევადობა აქვს. მისი მშენებლობა 1,6 მლრდ დოლარი დაჯდა. ახალი სტადიონის აფეთქების შედეგებისაგან დასაცავად არენებს შორის 5-სართულიანი სახლის სიმაღლის კედელი აღმართეს.
Georgia Dome ისტორიული არენა იყო. მასზე დაახლოებით 1400 სპორტული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის კალათბურთის ოლიმპიური ტურნირი 1996 წელს.
https://www.youtube.com/watch?v=m7HL8DymfSo