LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯორჯიან პროდაქტის“ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე სამარკო ნიშნით „Made in Georgia“ იყიდება

298

„ჯორჯიან პროდაქტის“ პროდუქცია მთლიანად ევროკავშირის ბაზარზე ორიენტირებულია და სამარკო ნიშნით „Made in Georgia“ ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება.

კომპანია „ჯორჯიან პროდაქტი“, რომელიც ცხოველთა ავეჯს აწარმოებს, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი საწარმოა. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 500 000 აშშ დოლარს შეადგენს. შპს „ჯორჯიან პროდაქტ“-ს დღეისთვის საწარმოში 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, საწარმო ამ ეტაპზე 25 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, თუმცა, მომავალში საწარმოო სიმძლავრის გაზრდას გეგმავს.

დღეს „ჯორჯიან პროდაქტ“-ის საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ჯორჯიან პროდაქტს“ პროდუქცია დასავლეთ ევროპაში შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით შეაქვს. „ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან ქართული კომპანიების სასარგებლოდ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 139 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციის ჯამური  მოცულობა კი 360 მლნ. ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში დასაქმდება 6,800 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები