LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯორჯიან ეარვეისი“ ლიბანში ფრენებს იწყებს

183

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-ბეირუთი-თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაგადამზიდველს ახალ მიმართულებაზე ფრენების განხორციელების ნებართვა 23 თებერვალს მიენიჭა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways ორი ჩარტერული რეისის (13 და 17 აპრილი 2017 წ.) განხორციელებით იწყებს, ივნისიდან კი ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ყოველ კვირას, შემდეგი განრიგით შეასრულებს:
27 ივნისიდან – 13 სექტემბერის ჩათვლით: კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს;

29 ივლისიდან – 3 სექტემბრამდე შუალედში: კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ფრენები ბოინგ B737-700/500 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები