აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის სახლთან, საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, – ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე დაყრდნობით გამოცემა New York Times წერს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი ქალაქ უესტჩესტერში მოხდა. შეტყობინება საეჭვო ნივთის შესახებ პოლიციაში ადგილობრივი დროით 15:45 საათზე შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობა გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.
New York Times-ის ინფორმაციით, ჯორჯ სოროსი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.
პოლიციამ საქმე გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცა.