მსოფლიო ჯორჯ მაიკლს გლოვობს. არაოფიციალური ინფორმაციით, ბრიტანელი მომღერლის გარდაცვალება გულის უკმარისობა გახდა, რომლის შედეგად 25 დეკემბერს საკუთარ სახლში ის გარდაცვლილი იპოვეს.
ქსელში მომღერლის უკანასკნელი ფოტოები მოხვდა, რომლებიც მისი სახლის შორიახლოს არის გადაღებული და რომლებზეც ის წონაში საგრძნობლად არის მომატებული. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლები მუსიკოსი ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. გავრცელებული ხმებით, სწორედ მკურნალობის კურსმა გამოიწვია მისი წონაში მკვეთრი მატება.
რაც შეეხება გარდაცვალების ზუსტ მიზეზს, ის ცნობილი მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება.