LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

86

ჯორჯ მაიკლის ბოიფრენდმა, ფადი ფავაზმა, რომელიც მუსიკოსის გარდაცვალებამდე მის გვერდით იყო, „ტვიტერზე“ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მომღერლის ექსპერტიზის შედეგებს შეეხება. მასში ნათქვამია, რომ მაიკლის გარდაცვალება ბუნებრივი გზით დადგა და არა თვითმკვლელობის ან ნარკოტიკების გადამეტებული დოზის შედეგად.

„ჭეშმარიტება სადღაც ახლოს არის. ყველა უარყოფითი კომენტარი და შეტყობინება, რომელიც პრესაში გავცელდა, სასტიკი და გამოუსწორებელი იყო. ახლა იმედი მაქვს, საზოგადოებისგან სიყვარულსაც დავიმსახურებ“, – დაწერა ფადიმ და ჯორჯ მაიკლთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ მომღერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ჰაკერებმა მისი ექაუნთი გატეხეს და დაწერეს, რომ ჯორჯის სიკვილის მიზეზი თვითმკვლელობა გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები