LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპს ცოლი კარა დელევინთან ღალატობდა

426

ჯონი დეპი ეჭვობდა, რომ ცოლი მას მოდელ კარა დელევინთან ღალატობდა, ამის შესახებ Mirror წერს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კარა დელევინთან ცოლის დაახლოებამ და ეჭვებმა დეპი წყობილებიდან გამოიყვანა.

The Sun-ის წყაროს ინფორმაციით, ემბერისა და კარას მეგობრობა გახდა დეპისა და ჰერდის ქორწინების დასარული. მოდელი და მსახიობი 2014 წელს დამეგობრდნენ, როდესაც ჯონი გადაღებების გამო ლონდონში იმყოფებოდა. წყაროს ინფორმაციით, ემბერი საკუთარ ბისექსუალობას არასოდეს მალავდა, თუმცა ჯონი მისი მოურიდებლობის გამო ხშირად ბრაზობდა.

Cara-Delevingne-and-Amber-Heard

ბისექსუალი ემბერი ჯონი დეპის გაცნობამდე 3 წლის მანძილზე ცხოვრობდა ტეისია ვან რისთან ერთად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამბერი და ვან რი დაქორწინებულებიც იყვნენ.

Amber-Heard-and-Tasya-Van-Ree

რამდენიმე დღის წინ ემბერმა ქმარი ძალადობაში დაადანაშაულა და გაყრის შესახებ სასამართლოში განაცხადი შეიტანა. ჰერდის მტკიცებით, სილურჯეები სახეზე ჯონის მიერ ნასროლი ტელეფონის კვალი იყო.

Amber-Heard

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები