LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპის თქმით, ემბერ ჰერდი მას ილონ მასკთან ღალატობდა

995
VENICE, ITALY - SEPTEMBER 05:  Johnny Depp and actress Amber Heard attend a premiere for 'The Danish Girl' during the 72nd Venice Film Festival at  on September 5, 2015 in Venice, Italy.  (Photo by Tristan Fewings/Getty Images)

ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის ხმაურიანი და სკანდალური საქმის გარჩევას, რომელიც სტარტს ვარსკვლავური წყვილის განქორწინებიდან იღებს, ბოლო არ უჩანს. ამჯერად, 55 წლის მსახიობმა ექს მეუღლე, ილონ მასკთან ღალატში დაადანაშაულა.

ამერიკელი მსახიობის თქმით, 32 წლის ვარსკვლავმა მას 47 წლის მილიარდერთან ქორწინების ერთი თვის თავზე უღალატა.

ამასთან, ,,ჯეკ ბეღურას” ინფორმაციით, სწორედ იმ ღამეს, როცა ჰერდმა სახეზე ფიზიკური დაზიანებები მიიღო, მასთან  ,,ტესლას” აღმასრულებელი დირექტორი იმყოფებოდა. დეპის მტკიცებით, ჰოლივუდის ლამაზმანს დაზიანებები სწორედ მასკმა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი ოფიციალურად 2017 წლის იანვარში განქორწინდნენ. მათი დაშორების მიზეზად ოჯახური ძალადობა სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები