LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპი დონალდ ტრამპის მკვლელობაზე ალაპარაკდა

34

ამერიკელმა მსახიობმა ჯონი დეპიმ ამერიკის რესპუბლიკური პარტიის თაყვანისმცემლების მღელვარება გამოიწვია. ფესტივალ „გლასტონბერიზე“ ვარსკვლავმა თავისი ახალი ნამუშევარი  „რასპუტინი“ წარმოადგინა.

მაყურებლების წინაშე ის წელს ზემოთ შიშველი გავიდა და შემდეგი სიტყვით მიმართა: „შესაძლებელია აქ ტრამპის მოყვანა? ვფიქრობ, მას დახმარება სჭირდება და მე ვიცი რამდენიმე ბნელი ადგილი, სადაც ის უნდა წავიდეს. ეს უბრალოდ კითხვაა და არაფერზე მიგანიშნებთ… უკანასკნელად როდის მოკლა მსახიობმა პრეზიდენტი? შესაძლოა, ამისი დრო მოვიდა“, – განაცხადა დეპიმ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი რესპუბლიკელების აქტიური მოწინააღმდეგე იყო, შესაბამისად ტრამპის გამარჯვებამ, კოლეგების მსგავსად ისიც ძალიან დაამწუხრა. ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები