LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონა ლომუ დიდებულად გააცილეს (ვიდეო)

39

ჯონა ლომუ – მსოფლიოს რაგბის ლეგენდა დაკრძალეს.

ყველასათვის მისაბაძი და საყვარელი ადამიანი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მსოფლიოს სპორტში მთელი ეპოქა შექმნა, ის იყო სპორტსმენი, როგორიც მხოლოდ ერთხელ იბადება და არასდროს მეორდება.

ჯონა უყვარდა ყველას და უყვარდათ არა მარტო ფენომენალური მონაცემების, არამედ მისი პიროვნული თვისებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ დიდების მწვერვალს ახალგაზრდულ ასაკშივე უწია, ის დარჩა უბრალო ადამიანად და მთელი ერის მისაბაძი კაცი გახდა.

მასზე უფრო პოპულარული მოთამაშეები თითქმის არ არსებობენ. ჯონა ახალი ზელანდიის დესპანი იყო მთელ მსოფლიოში. ვეებერთელა ადამიანი იყო, ნამდვილი გმირი.

ჯონა ლომუ მისთვის საკადრისი პატივით დაკრძალეს, ცერემონიას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია: იყო ბევრი ცრემლი, ამაღელვებელი ეპიზოდი და უზარმაზარი გულისტკივილი და დანაკლისი.

ის გააცილეს ჰაკათი, ის გააცილეს დიდებულად, ის გააცილეს გულით – როგორც დაიმსახურა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nzherald.co.nz/videos/10153145039666302/?__mref=message_bubble” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები