ტელეკომპანია HBO-მ გამოაქვეყნა პირველი თიზერ-პოსტერი „სამეფო კარი თამაშების“ მეექვსე სეზონიდან. პოსტერზე გამოსახულია სერიალის მთავარი გმირი ჯონ სნოუ, რომელიც მეხუთე სეზონში მოკლეს და რომლის დაბრუნებასაც უამრავი გულშემატკივარი ელოდა. პოსტერზე კიტ ჰარინგტონის სახე, რომელიც სნოუს განასახიერებს, სისხლითაა დაფარული.
სერიალის მეექვსე სეზონი 2016 წლის აპრილში გამოვა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელებმა ოფიციალურად დაადასტურეს ჯონ სნოუს სიკვდილი. მოგვიანებით ჰარინგტონი ბელფასტში შენიშნეს, სადაც ახალი სეზონის გადაღებები მიმდინარეობდა.