ბრიტანელი მსახიობი, ჯონ მალკოვიჩი ვენეციაში, გადაღებებზე ჩაფრინდა, თუმცა, ის სასტუმროში, Danieli, კოვიდ პასპორტის არ ქონის გამო არ შეუშვეს. იტალიური მედიის ცნობით, მსახიობს ღამის გასათენებლად კერძო სახლის მოძებნა მოუწია.
ცნობისთვის, იტალიაში, 10 იანვრიდან მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა, ორჯერადი ვაქცინირებულების მოწმობას ფაქტობრივად ყველგან ითხოვენ.
რაც შეეხება მალკოვიჩის ამჟამინდელ საქმიანობას, ყველას კარგად გვახსოვს 1999 წელს გამოსული ფილმი, „ნიჭიერი მისტერ რიპლი“, 20 წლის შემდეგ მალკოვიჩი ამავე ფილმზე დაყრდნობით გადაღებულ სერიალში, „რიპლი“ მონაწილეობს. მას პარტნიორობას ჯონ ფლინთი და დაკოტა ფენინგი უწევენ. პრემიერა 2023 წელს შედგება.