გასული წელი 42 წლის ჯონ ლეჯენდისა და მისი მეუღლისთვის, 35 წლის მოდელი, კრისი ტაიგენისთვის, ძალიან მძიმე იყო, მათ შვილი დაკარგეს. კრისი ორსულების 24-ე კვირაზე კლინიკაში ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს. ახალშობილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყვილმა კრიზისული პერიოდი უკვე გადალახა, ღრმა დეპრესიის შემდეგ ტაიგენი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. ახლა ვარსკვლავური ოჯახი ფლორენციაში მოგზაურობს. ბუნებრივია, წყვილთან ერთად მათი შვილებიც იმყოფებიან. ისინი მაშინ გადაიღეს, როცა ფლორენციის ქუჩებში ისტორიულ ძეგლებს ათვალიერებდნენ, ბედნიერი ოჯახის წევრებს ფერადი ტანისამოსი ეცვა. კრისს კი „ციმერმანის“ 2278 ევროიანი ჭერელი კაბა ამშვენებდა.